პეტრე ცისკარიშვილი - დავით კეზერაშვილი ემსახურება თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში, იბრძვის, რომ რეჟიმმა არ ამოხუთოს თავისუფალი მედია
დავით კეზერაშვილი ემსახურება თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში, რადგან რეჟიმმა არ ამოხუთოს თავისუფალი მედია, ამისთვის იბრძვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილთან მეგობრობს, მაგრამ პოლიტიკური ტიპის კავშირი არ აქვს.
„დავით კეზერაშვილი ჩემი მეგობარია. 25 წელია, ვმეგობრობთ, ოღონდ პოლიტიკური ტიპის კავშირი ნამდვილად არ გვაქვს. ის არის თქვენი კოლეგა თავისუფალი მედიის, თუ არ ვცდები მთავარი დამფუძნებელი და ემსახურება თავისუფალ სიტყვას ამ ქვეყანაში, რადგან რეჟიმმა არ ამოხუთოს თავისუფალი მედია და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული მედიის ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში. ამისთვის იბრძვის ეს ადამიანი“, – განუცხადა პეტრე ცისკარიშვლმა ჟურნალისტებს.