პეტრე ცისკარიშვილი - ცხადია, თავისუფლება მიშას რომ იქნება მოთხოვნა, სხვანაირად როგორ გვინდა? პოლიტპატიმართა თავისუფლება არის ერთ-ერთი მკაფიო მოთხოვნა
ცხადია, თავისუფლება მიშას რომ იქნება მოთხოვნა, აბა, სხვანაირად როგორ გვინდა? პოლიტპატიმრების თავისუფლება არის ერთ-ერთი ძალიან მკაფიო მოთხოვნა, რადგან ეს უკავშირდება პირდაპირ მართლმსაჯულების გათავისუფლებას პოლიტიკური ზეწოლისგან, რეფორმას, ასევე დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა რუსთაველის გამზირზე, სადაც უნდა გაიმართოს აქცია „შინ ევროპისკენ“.
აღნიშნული კომენტარით პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „უამრავ ბანერთან ერთად, აქ მოწოდებებია სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ეს მოთხოვნაც გაჟღერდა, რა შეგიძლიათ, ამაზე თქვათ“.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, „პოლიტიკური პატიმრების პირობებში დეპოლარიზაცია წარმოუდგენელია“.
„ცხადია, ოპოზიციის ჩართულობით და იმით, რომ დეოლიგარქიზაციია მოხდეს, ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი მივიღეთ ევროპისგან, რომ როგორც კი მოხდება ამ ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, ანუ ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილდება ძალაუფლებას, ექნება საშუალება უკვე ტექნიკურ, ახალ კოალიციურ მთავრობას, რომ გაატაროს რეფორმები. ის რეფორმები, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპული ოჯახი და შემდეგ უკვე კარი ღიაა და პერსპექტივა გახსნილი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.