პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი კარი ღიაა ადამიანებისთვის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად განიხილავენ თავს, პოტენციური მოკავშირეები არიან, მათთან კოორდინაცია ჩვენთვისაც ხელსაყრელია
სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენი კარი ღიაა ადამიანებისთვის, რომლებიც თავს განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად, დღე და ღამეს პარტიის ლანძღვაში არ ატარებენ, პოტენციური მოკავშირეები არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ ადამიანებთან კოორდინაცია პარტიისთვისაც ხელსაყრელია.
„მათთან კოორდინაცია ჩვენთვისაც ხელსაყრელია. მხოლოდ მივესალმებით, თუ ჩათვლიან, რომ მათი რეინტეგრაცია უნდა მოხდეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მივესალმებით, რაც მეტი ადამიანი შემოუერთდება გამარჯვების პლატფორმას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ამასთან, როგორც ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების საკითხი არ განუხილავთ.