პეტრე ცისკარიშვილი - ბუტა რობაქიძის საქმეზე თუ დამატებით იყო რამე გამოსაძიებელი და ვინმე დასაკავებელი, ამისთვის „ქართულ ოცნებას“ ექვსი წელი ჰქონდა
პეტრე ცისკარიშვილი - ბუტა რობაქიძის საქმეზე თუ დამატებით იყო რამე გამოსაძიებელი და ვინმე დასაკავებელი, ამისთვის „ქართულ ოცნებას“ ექვსი წელი ჰქონდა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თუ რამე დამატებით იყო გამოსაძიებელი და ვინმე დასაკავებელი, ამისთვის „ქართულ ოცნებას“ ექვსი წელი ჰქონდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ტრაგიკული ფაქტი და ბრალდებულმა პირებმა კანონის წინაშე პასუხი აგეს.

„ტრაგიკული ფაქტი მოხდა მართლაც წლების წინ. ჩემი ინფორმაციით, გაუვარდა პატრულის თანამშრომელს ტყვია. შემდეგ რამდენადაც ვფლობთ ინფორმაციას, ამ ადამიანებმა პასუხი აგეს კანონის წინაშე და სასჯელიც მოიხადეს. თუ რამე დამატებით იყო გამოსაძიებელი და კიდევ ვინმე იყო დასაკავებელი ამ ფაქტზე, ექვსი წელი ჰქონდა „ოცნების“ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეს ზომები მიეღო და ნაბიჯები გადადგმულიყო, მაგრამ ისინი საქმეს არ აკეთებენ. რეალურად არაფერს იძიებენ, უბრალოდ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის სჭირდებათ ასეთი ტრაგიკული ისტორიები და ამბები, რომელიც სამწუხაროდ მოხდა წლების წინ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან მოკლეს. მისი მკვლელობის ადგილზე დღეს მემორიალი გაიხსნა.