პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის იზოლირება სურს, რომ ქარიზმით ხალხზე ვერ იმოქმედოს
პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის იზოლირება სურს, რომ ქარიზმით ხალხზე ვერ იმოქმედოს

ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის იზოლირება სურს, რომ ქარიზმით ხალხზე ვერ იმოქმედოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ორივე სცენარისთვის ემზადება.

„კანდიდატის სტატუსს თუ მოგვცემენ, მაშინ იტყვიან, რომ ამას მათ მიაღწიეს, შეეცდებიან სასურველი შედეგის მითვისებას და პოლიტიკური ქულების დაწერას. თუ არ მოგვცემენ, მაშინ შეეცდებიან დასავლეთის სრულად დემონიზებას და იტყვიან, რომ ჩვენ მათ არ ვუნდივართ, რომ საქართველოც უნდოდათ, ომში ჩაბმულიყო და გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაზეც ისინი ერთი წელია, საუბრობენ, რომ ვიღაცას, დასავლეთსა და უკრაინას ჩვენი ომში ჩათრევა სურს. ამ ტყუილს თავიანთი პროპაგანდით ატრიალებენ თავიანთ მედიაში. ასე რომ, ისინი ემზადებიან ორივე სცენარისთვის, მაგრამ საქმე ისაა, რომ 2012 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როდესაც მათ ხელისუფლება გადავეცით, საქართველოს მოსახლეობამ მათთან გააფორმა კონტრაქტი, რომ არ შეიცვლებოდა დასავლური ვექტორი და რომ ოლიგარქი ივანიშვილი მოიტანდა მეტ კეთილდღეობას, მეტ დემოკრატიასა და თავისუფლებას. თუმცა, ივანიშვილმა თანდათანობით დაარღვია ეს კონტრაქტი საქართველოს საზოგადოებასთან და კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვცემენ, თავისი მხრიდან ქართველი ხალხიც დაარღვევს ამ შეთანხმებას. აი, რის ეშინია ივანიშვილს და რატომ უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს იზოლირებული, რადგან მიხეილ სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკოსი, თავისი ქარიზმით, დრაივითა და ბექგრაუნდით შეძლებს გავლენის მოხდენას ქართულ საზოგადოებაზე, რათა მათ, თავისი მხრიდან, ასევე გაწყვიტონ შეთანხმება ბიძინა ივანიშვილთან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.