მოღვაწეობას ვაპირებ ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ, სულის საცხონებლად, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეცდომა და მკრეხელობაა, როდესაც საქართველოს საპატრიარქო მას სახელითა და გვარით იხსენიებს.
„შეცდომა დაუშვიათ. მკრეხელობაა მათი მხრიდან და მორიგი გულისტკენა. მე ჩვეულებრივად არსებული მღვდელთმთავრის ხარისხი მაქვს შეჩერებული, ანუ ჩვეულებრივ, როგორც ვიყავი. მაგრამ ეს უბრალოდ არის მზაკვრობა მათი მხრიდან, ჩვეული გულისტკენა. ისევ „კაგებეს“, საბჭოთა მეთოდებით, ბინძურად აგრძელებენ ბრძოლას სიმართლის წინააღმდეგ. სანამ მომავალი სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩემს განკვეთას ერისკაცამდე, მანამდე ვრჩები შეჩერებული ხარისხით. ეს არის უბრალოდ ცნობისთვის. დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ცოდვილი ბერი ვარ.
ძალიან მიყვარს ერთი წმინდა მამის ხასიათი, როცა ვინმეს გაიცნობდა, დამშვიდობებისას ეტყოდა – შეხვედრამდე სამოთხეში. შეხვედრამდე სამოთხეში“, – განაცხადა ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა.