პეტრას აუსტრევიჩიუსი - უკრაინამ, საქართველომ, მოლდოვამ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ევროპულ გზას, მინდა, გავამხნევო საქართველოს მოსახლეობა, შეინარჩუნონ ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები
უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ევროპულ გზას, მინდა, გავამხნევო საქართველოს მოსახლეობა, დარჩნენ ერთიანი და შეინარჩუნონ ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელებს აქვთ ყველა მიზეზი, იამაყონ ერთიანი ევროპის პროექტით, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტია.
„ჩვენმა აღმოსავლელმა პარტნიორებმა, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს და დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ევროპულ გზას. ჩვენ უნდა ვიაროთ ახლა ამ გზაზე ერთად და გავერთიანდეთ ლიბერალური დემოკრატიის გასამარჯვებლად აღმოსავლეთ ტოტალიტარიზმზე. მტკიცედ მჯერა, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ბელარუსი ასევე გაიმეორებს თავის მსვლელობას ევროპისკენ. უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს გამხნევება, გააგრძელოს მისი მსვლელობა, გააძლიერებს ევროკავშირის როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსს. მსურს, მივულოცო უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას მათი მიღწევების გამო და გავამხნევო საქართველოს მოსახლეობა, დარჩნენ ერთიანი და შეინარჩუნონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.