ცნობილი გახდა მეექვსე ჩოგბურთელის ვინაობა, ვინც მონაწილეობას მიიღებს ქალებს შორის წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ჩეხი პეტრა კვიტოვა შეუერთდა ხუთ ჩოგბურთელს, რომლებმაც უფრო ადრე მოიპოვეს ეს უფლება.
მას ასე, სეზონის დასკვნით ტურნირში ითამაშებენ: ავსტრალიელი ეშლი ბარტი, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, რუმინელი სიმონა ჰალეპი, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ, იაპონელი ნაომი ოსაკა და კვიტოვა. ვაკანტური რჩება ორი საგზური.
წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი 27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება. მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 14 მილიონ დოლარს.