პეტრ პაველი - ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი იქნება, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩეს, თუმცა ეს შესაძლოა, წლები გაგრძელდეს
უკრაინა უნდა იყოს რეალისტი თავის მიზნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა, ნატო-ს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა.
მისი თქმით, კიევმა უნდა აღიაროს, რომ ზოგიერთი ტერიტორია შესაძლოა, დროებით მაინც, რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს.
„ომის ყველაზე სავარაუდო შედეგი იქნება ის, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დარჩეს“, – განაცხადა პაველმა და აქვე აღნიშნა, რომ ეს „დროებითი საკითხი“ შესაძლოა, წლები გაგრძელდეს.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, არც უკრაინა და არც რუსეთი არ უნდა ელოდონ მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას.
„უკრაინის დამარცხებაზე ან რუსეთის დამარცხებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს უბრალოდ არ მოხდება. ასე რომ, დასასრული იქნება სადღაც შუაში“, – თქვა პეტრ პაველმა.