„არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას გეგმავს. 36 წლის გოლკიპერი ლონდონურ გუნდს 2015 წელს შეუერთდა, მანამდე კი „ჩელსიში“ 11 წელი გაატარა.
„პრემიერ-ლიგაში 15 სეზონი ჩავატარე და ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. შესაბამისად, ყველაფერს მივაღწიე. წელსაც ყველაფერს გავაკეთებ და იქნებ ერთი ჯილდოც დავუმატო, შემდეგ კი შევხედავ, რას შემომთავაზებს ცხოვრება მოედნის მიღმა“, – აცხადებს ჩეხეთის ნაკრების ყოფილი მეკარე.