„ჩელსი“-„ბრაიტონი“ 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო – ლონდონურ კლუბს სტადიონის გზა გადაუკეტეს [ვიდეო] #1TVSPORT

23:55, 20.04.2021

ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრა „ჩელსისა“ და „ბრაიტონს“ შორის 15-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.

ლონდონური კლუბის ასობით გულშემატკივარმა „სტემფორდ ბრიჯისკენ“ მიმავალი გზა გადაკეტა და არ უშვებდა კლუბის ავტობუსს. ფანები აღშფოთებას გამოთქვამდნენ „ჩელსის“ მონაწილეობაზე ევროპის სუპერლიგის პროექტში.

კონფლიქტის მოსაგვარებლად ფანებთან „ჩელსის“ ლეგენდა პეტრ ჩეხი გავიდა.

მოგვიანებით, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ჩელსიმ“ სუპერლიგიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

https://twitter.com/i/status/1384557485680480259

მსგავსი