პეტრ ჩეხი არ გამორიცხავს, რომ „ჩელსიმ“ სეზონი ვერ დაასრულოს #1TVSPORT
პეტრ ჩეხი არ გამორიცხავს, რომ „ჩელსიმ“ სეზონი ვერ დაასრულოს #1TVSPORT

„ჩელსის“ ტექნიკურმა დირექტორმა პეტრ ჩეხმა დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ კლუბმა, შესაძლოა, ვერ დაასრულოს მიმდინარე სეზონი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინგლისის პრემიერლიგამ დისკვალიფიკაცია მისცა რუს ოლიგარქსა და „ჩელსის“ მფლობელს რომან აბრამოვიჩს, რომელიც დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოხვდა. ამჟამად, „ჩელსის“ საბანკო ანგარიშები გაყინულია.

„კლუბში მძიმე სიტუაციაა, რადგან ბევრი კითხვა და ცოტა პასუხი არსებობს. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა გაკონტროლება თავად შეგვიძლია. რეალურად, მხოლოდ გუნდის კონტროლი შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ვისურვებდით კლუბის მთლიანობის შენარჩუნებას.

უნდა ვაღიარო, რომ ბევრი მუშაობა გვიწევს, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი გვაქვს, შევძლებთ სეზონის დასრულებას“, – განაცხადა გაზეთ Mirror-თან კომენტარში ჩეხმა.