ლეგენდარული პეტრ ჩეხი ბრიტანეთის საუკეთესო ჰოკეის კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
ლეგენდარული პეტრ ჩეხი ბრიტანეთის საუკეთესო ჰოკეის კლუბში ითამაშებს #1TVSPORT

ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა, ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მეკარემ, პეტრ ჩეხმა კონტრაქტი გააფორმა ბრიტანულ ჰოკეის კლუბთან „ბელფასტ ჯაიანტსთან“, – წერს ამ გუნდის პრესსამსახური.

„ბელფასტმა“ 41 წლის ჩეხი იჯარით აიყვანა ნახევრადპროფესიული კლუბიდან, „ოქსფორდ სიტი სტარზისგან“.

აღსანიშნავია, რომ „ბელფასტ ჯაიანტსი“ დიდი ბრიტანეთის მოქმედი ჩემპიონია ჰოკეიში.

პეტრ ჩეხმა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენია „მშრალი“ მატჩების რაოდენობით, ჰოკეისტის კარიერა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო.