„ჩელსიმ“ პრემიერლიგის განაცხადში პეტრ ჩეხი შეიყვანა, რომელმაც 2019 წელს დაასრულა კარიერა
„ჩელსიმ“ პრემიერლიგის განაცხადში პეტრ ჩეხი შეიყვანა, რომელმაც 2019 წელს დაასრულა კარიერა

ჩეხეთის ნაკრების ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი პრემერლიგის მატჩებისთვის ლონდონის „ჩელსის“ განაცხადში შეიყვანეს. 38 წლის მეკარემ კარიერა 2019 წელს დაასრულა.

როგორც პრემიერლიგის პრესსამსახური წერს, ჩეხი იმ 25 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ინგლისის ჩემპიონატის მატჩებისთვის არიან განაცხადში შეყვანილი.

ჩეხს „ჩელსიში“ ადმინისტრაციული თანამდებობა უკავია.

„პეტრ ჩეხი შემადგენლობაში შეიყვანეს, როგორც მეკარე ექსტრემალური შემთხვევებისთვის. ეს გამოწვეულია უპრეცედენტო პირობებით, რაც კრონავირუსის პანდემიამ მოიტანა. მას უკონტრაქტო ფეხბურთელის პოზიციია უკავია“, – ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება კლუბმა.

ჩეხი ლონდონურ კლუბში 2004-15 წლებში თამაშობდა.