პეტრ ჩეხი - 100 პროცენტით მზად ვარ „ჩელსიში“ სათამაშოდ
პეტრ ჩეხი - 100 პროცენტით მზად ვარ „ჩელსიში“ სათამაშოდ

ლეგენდარულმა ჩეხმა მეკარემ პეტრ ჩეხმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მომენტში შეუძლია თამაშის განახლება და „ჩელსისთვის“ დახმარების გაწევა. 38 წლის გოლკიპერი, რომელმაც კარიერა 2019 წელს დაასრულა, პრემიერლიგის მატჩებისთვის ლონდონური კლუბის განაცხადშია შეყვანილი.

„საჭიროების შემთხვევაში, 100 პროცენტით მზად ვარ სათამაშოდ. კარგ ფორმაში ვიმყოფები და ორი თვე ვარჯიშების შემდეგ დავინახე, რომ ისეთივე სათამაშო ხარისხი მაქვს, როგორც ადრე.

ერთი წელი დავისვენე და ფეხბურთი არ მითამაშია. ამან მართლაც მომცა ენერგია, ჩემი სხეული სრულად აღდგენილია 20 წელი პროფესიონალის რანგში თამაშის შემდეგ, თუ გარემოება ისე აეწყობა, რომ ჩემი მოედანზე გასვლა გახდება საჭირო, მზად ვარ ამისთვის“, – მოჰყავს ჩეხის სიტყვები გამოცემა Telefoot-ს.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი ლონდონურ კლუბში 2004 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა. დღეს ის „ჩელსის“ სპორტული დირექტორია.