პეტერბურგში სუპერმარკეტის შემნახველ საკანთან აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
პეტერბურგში სუპერმარკეტის შემნახველ საკანთან აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

პეტერბურგში სუპერმარკეტის შემნახველ საკანთან მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის გამო სუპერმარკეტის ტერიტორიიდან 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და მაშველები.

„იყო აფეთქება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზეა. ევაკუაცია დასრულებულია. შემთხვევის ადგილას ცეცხლი არ ყოფილა“, – აღნიშნა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელმა რუსულ მედიასთან საუბარში.