პეტერბურგში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
პეტერბურგში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

პეტერბურგში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება.

როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ბელარუს კოლეგასთან, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების გარდა, აპირებს განიხილოს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზეც. გვესმის, ახლა რა ვახსენე. ვიმედოვნებ, რომ დღეს და ხვალ გვექნება ამ ყველაფრის განხილვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა პუტინმა.

შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს განცხადებისთვის, რომ რუსეთი დაიცავს ბელარუსს, თუ მის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება.

„მინდა, მადლობა გითხრათ. თქვენ ხართ რუსეთში პირველი ადამიანი, რომელმაც მკაფიოდ და გასაგებად თქვა: ღმერთმა არ ქნას, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია – არის, როგორც რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

რუსეთის და ბელარუსის ლიდერებმა ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებზე ისაუბრეს, რა დროსაც პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა.