პეტერ სიარტო - უნგრეთის მთავრობა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ სწრაფვას დაბლოკავს, ვიდრე უკრაინა არ აღუდგენს ეთნიკურ უმცირესობებს ჩამორთმეულ უფლებებს 
პეტერ სიარტო - უნგრეთის მთავრობა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ სწრაფვას დაბლოკავს, ვიდრე უკრაინა არ აღუდგენს ეთნიკურ უმცირესობებს ჩამორთმეულ უფლებებს 

უნგრეთი არ დაბლოკავს ნატო-უკრაინა-საქართველოს შეხვედრის ფარგლებში მიღებულ განცხადებას, თუმცა დაბლოკავს უკრაინისა და ნატო-ს ორმხრივ შეხვედრებს უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„უნგრეთის მთავრობა არ გამოიყენებს ვეტოს უფლებას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება ან შეხვედრის შემდეგ მიღებულ საერთო განცხადებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელია.

„უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს ნატო-უკრაინის სამიტისა და ან მინისტრების დონეზე შეხვედრის მოწვევას და ნატო-სა და უკრაინას ყველა ერთობლივ, ორმხრივ განცხადებას ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ ნატო-ს სამიტამდე განაცხადა, უნგრეთის მთავრობა უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ სწრაფვას დაბლოკავს, ვიდრე უკრაინა არ აღუდგენს ეთნიკურ უმცირესობებს ჩამორთმეულ უფლებებს.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთი გეგმავს დაბლოკოს განცხადება, რომელსაც ნატო-უკრაინა-საქართველოს სამიტის შემდეგ მიიღებენ.