პეტერ ფიშერი - წარმატებას ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს, გერმანიისა და საქართველოს მეგობრობას
წარმატებას ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს, ასევე, საქართველოს – ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ფიშერის თქმით, გერმანიის საელჩო აქტიურად ითანამშრომლებს ახალ პრემიერ-მინისტრთან.
„დღეს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ახალ პრემიერ-მინისტრს, აქედან სწორედ პარლამენტში მივდივარ. მე წარმატებას ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს, გერმანიისა და საქართველოს მეგობრობას, ასევე, საქართველოს – ევროინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ახალ პრემიერთან და მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, – აღნიშნა ელჩმა.