პეტერ ფიშერი - სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, სრული მხარდაჭერა „თბილისი პრაიდს“
პეტერ ფიშერი - სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, სრული მხარდაჭერა „თბილისი პრაიდს“

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.

„სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, ასევე დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი.

„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალის“ გამართვა იყო დაანონსებული, დაიკავეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებენ. „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. ამასთან, დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდმა“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას“.