პეტერ ფიშერი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
ფეშერი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ საქართველოს. საქართველომ გეზი აიღო გერმანიაში ევრო 2024-სკენ. იმედია იქ შევხვდებით“, – წერს ფიშერი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.