საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, გერმანია საქართველოს მეოთხედფინალში სათამაშოდ ელოდება.
„საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში, წარმატეტები“, – წერს ფიშერი.
დღეს, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.