პეტერ ფიშერი - პოლარიზაცია არის გამოწვევა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, დემოკრატიული ცხოვრებისთვის სასარგებლო არ არის, თუ მეორე მხარის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ აყენებ
პოლარიზაცია არის გამოწვევა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. დემოკრატიული ცხოვრებისთვის სასარგებლო არ არის, თუკი მეორე მხარის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისივე თქმით, განსხვავებულმა ჯგუფებმა ერთად მუშაობის გზა უნდა იპოვონ.
„ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთი არის დეპოლარიზაციის მიმართულებით პროგრესის მიღწევა. პოლარიზაცია არის გამოწვევა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში. დემოკრატიული ცხოვრებისთვის სასარგებლო არ არის, თუკი მეორე მხარის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. დემოკრატიულ საზოგადოებებში არის განსხვავებული ჯგუფები და მათ უნდა იპოვონ ერთად მუშაობის გზა, ერთმანეთს პატივი სცენ და ერთმანეთის არჩევანისადმი შემწყნარებლები იყვნენ. სხვა გზა არ არსებობს, ეს არ არის „ყველაფერი ან არაფერი“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.