პეტერ ფიშერი - მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ამ გზაზე
საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციებიდან ნაწილი შესრულებულია, ზოგიერთ რეკომენდაციასთან მიმართებით კი მეტი წინსვლაა საჭირო.
„ზოგი შესრულდა, ზოგი პროცესშია, რომ შესრულდეს, ზოგის შემთხვევაში საჭიროა მეტი წინსვლა. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში და საქართველოსთან ერთად ჩვენ წარმატებას მივაღწევთ ამ გზაზე“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.