პეტერ ფიშერი - მიხარია, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ჩაატარეს წარმატებული ღონისძიებები და მოვახერხეთ საერთაშორისო თაღლითობის ფაქტების აღკვეთა
ძალიან მახარებს გარემოება, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და პოლიციამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ჩაატარეს წარმატებული საგამოძიებო ღონისძიებები და ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო თაღლითობის ფაქტების აღკვეთა, მათ შორის ონლაინპლატფორმების გამოვლენა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო და გერმანია უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობენ პროკურატურისა და პოლიციის სფეროში, რომელიც ძალიან მჭიდრო და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა.
„ეს ღონიძიებები და მოქმედებები არის იმის კიდევ ერთი დადასტურება, რომელიც გვიჩვენებს თანამშრომლობას, მათ შორის ევროკავშირისა და საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს შორის. ეს არის თვალნათლივი მაგალითი, რომ საქართველოს გასავლელი აქვს ევროპული მომავალი, ევროპული გზა ევროპის კავშირისკენ. ჩვენ ამას ვუსურვებთ საქართველოს. დიდი მადლობა ყველა კოლეგას, გერმანიის წარმომადგენლებს, ბავარიისა და საქსონიის ფედერალური მხარეების წარმომადგენლებს. მომავალშიც წარმატებით გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.