პეტერ ფიშერი - გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის დეკემბერში
გვსურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მიმდინარე წლის დეკემბერში, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდადის სტატუსის მიღების შემთხვევაში დაიწყება მოლაპარაკები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველომ გადადგას საჭირო ნაბიჯები.
„ჩვენ საქართველოს დავუსახელეთ 12 პრიორიტეტი და გვსურს, დავინახოთ მნიშვნელოვანი წინსვლა ამ რეკომენდაციების შესრულებაში, ამჟამად, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. ქვეყანამ ზოგიერთი რეკომენდაცია შეასრულა, ზოგის შემთხვევაში, გვსურს, ვიხილოთ მნიშვნელოვანი წინსვლა“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.