პეტერ ფიშერი - გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ძალადობა უნდა შეწყდეს, ის არასდროს არის გამოსავალი
გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ძალადობა უნდა შეწყდეს, ის არასდროს არის გამოსავალი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, გერმანია და ევროკავშირი საქართველოს პარტნიორები და მეგობრები არიან მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის.
„ძალადობა და დაზიანებები ამ ღამით თბილისში საპროტესტო აქციაზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასოდეს არის გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ ამ მოვლენებს. ჩვენ ვართ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის“, – დაწერა ელჩმა.