პეტერ ფიშერი - ევროკომისიის ანგარიში 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებს მისცემს მიმართულებას, საჭიროა, დეკემბერში ყველამ თქვას „კი“, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
პეტერ ფიშერი - ევროკომისიის ანგარიში 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებს მისცემს მიმართულებას, საჭიროა, დეკემბერში ყველამ თქვას „კი“, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

ევროკომისიის ანგარიში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებს მისცემს მიმართულებას, 27 წევრი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება ბრიუსელში დეკემბერში და მიიღებს გადაწყვეტილებას ერთხმად. საჭიროა, რომ ყველამ თქვას „კი”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ევროკომისიის ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერების გადაწყვეტილებისთვის. ის მისცემს მათ მიმართულებას, თუმცა ამ 27 წევრი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება ბრიუსელში დეკემბერში და მიიღებს გადაწყვეტილებას ერთხმად. საჭიროა, რომ ყველამ თქვას „კი”. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუმცა მოცემული მომენტიდან აღნიშნულ დღემდე ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.