პეტერ ფიშერი - ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის ატანენ ძალას, საქართველომ თავად შეიტანა განაცხადი, ზურგს თუ აქცევთ, მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი
ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. არავის ატანენ ძალას, რომ გაწევრიანდეს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ფიშერს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, „რა მოხდება, თუ საქართველო და მომავალი მთავრობა ზურგს აქცევს ევროკავშირს“.
„საქართველომ თავად შეიტანა განაცხადი და ჩვენ მივესალმებით თქვენს გაწევრიანებას. ზურგს თუ აქცევთ, მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.