პეტერ ფიშერი - ჩვენ გვქონდა უკიდურესად კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოსთან, გერმანია ასევე უჭერდა მხარს ქართველ სამხედროებს ათობით მილიონი ევროთი, გვინდა, ამას დავუბრუნდეთ
ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები და პარტნიორები, ჩვენი სურვილია, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, ეს არის მეგობრობის ყველაზე დიდი აქტი, რომელიც გადაცემაც შეგვიძლია ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
ელჩის თქმით, გერმანიას საქართველოსთან პოზიტიური ურთიერთობა სურს.
„ჩვენ გვსურს პოზიტიური ურთიერთობა და ამაზე უნდა ვმუშაობთ. არანაირი განზრახვა არ გვაქვს ქართველი ხალხის წინააღმდეგ რამის გაკეთების. ახლა როდესაც ვსაუბრობთ, ვაშინგტონში იმართება ნატო-ს საიუბილეო სამიტი. გერმანია წამყვან როლს თამაშობს და ძალიან მტკიცედ დგას რუსეთის აგრესიის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსთან გვქონდეს ძალიან პოზიტიური ურთიერთობა. ჩვენ გვქონდა უკიდურესად კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოსთან. გერმანია ასევე უჭერდა მხარს ქართველ სამხედროებს ათობით მილიონი ევროთი და ჩვენ გვინდა, ამას დავუბრუნდეთ. გაწევრიანების პროცესი და ევროკავშირს პოლიტიკა არის ძალიან ადვილად გასაგები. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ წაიკითხო ევროკავშირის შეთანხმებები და თქვენთვის გასაგები გახდება, რა არის ევროკავშირი. წაიკითხეთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები და თქვენ გაიგებთ, რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად. წაიკითხეთ ევროკომისიის შეფასებები, წაიკითხეთ და გაეცანით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებს. ეს გახლავთ 27 წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაურთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც კანცლერ შოლცის და მაკრონის, ასევე სხვების. ისინი არიან პოლიტიკური ლიდერები და სწორედ ისინი იღებენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ყველას შეუძლია, ნახოს, რა დონზე ხდება ეს, უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა ელჩმა.