პეტერ ფიშერი - 2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში საშობაო მილოცვას ავრცელებს.
„2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს“,- აღნიშნულია ელჩის ვიდეომიმართვაში.