პერუს დედაქალაქში, ერთ-ერთ საავადმყოფოში აფეთქების შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველების განცხადებით, კლინიკაში ორი აფეთქება მოხდა. ერთი ავტოსადგომზე, მეორე კი – ლაბორატორიაში. პოლიცია ეჭვობს, რომ მძიმედ დაშავებული ორი პირი შესაძლოა, აფეთქებასთან კავშირში იყოს.
სამართალდამცველები თავდაპირველად ბუნებრივი აირის გაჟონვის ვერსიას განიხილავდნენ. თუმცა, საეჭვო ზურგჩანთის აღმოჩენის შემდეგ, სადაც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო დამალული, ეს ვერსია შეიცვალა.