პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე ამერიკისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართა
პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე ამერიკისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართა

პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე ამერიკისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართა. ეს ამერიკის პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის ბოლო შეხვედრა იყო სი ძინპინთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებასა და სავაჭრო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგაც ჩინეთის მიზანი უცვლელი რჩება – სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი ურთიერთობები ჩინეთსა და აშშ-ს შორის.