პერუში, პანამერიკულ გზატკეტილზე ავტოავარიის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. სამგზავრო ავტობუსი პასამაიოს სიახლოვეს გზიდან 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მასში 50 ადამიანი იმყოფებოდა.
ამჟამად ადგილზე კვლავ იმყოფებიან მაშველები, სამუშაოებს ზღვის მოქცევა აფერხებს.
ავარიის ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან გადავარდა.