პერუს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა
პერუს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

პერუს პრეზიდენტი პედრო პაბლო კუჩინსკი გადადგა. ამის მიზეზი რამდენიმეთვიანი პროცესი გახდა, რომელიც მის მიერ საარჩევნო ხმების ყიდვას შეეხებოდა.

კუჩინსკი ბრალდებას ბოლომდე უარყოფდა. გადადგომის გადაწყვეტილება კი, მისი განცხადებით, მიიღო, რადგან არ სურს ქვეყნის განვითარების პროცესში დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდეს.

კონგრესში პარტიების ლიდერებმა უკვე დაადასტურეს პრეზიდენტის გადადგომა. რომ არა კუჩინსკის გადაწყვეტილება, ხუთშაბათს მისი იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესში კენჭისყრა იგეგმებოდა.

დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც გავრცელდა ვიდეომასალა, თუ როგორ სთავაზობდა კუჩინსკი ოპონენტებს ფულს არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ.

79 წლის კუჩინსკი დეკემბერში იმპიჩმენტის მცდელობას გადაურჩა. მაშინ პერუს პრეზიდენტის მისამართით ბრალდება ბრაზილიელი ოლიგარქის ოდერბრეხტისგან ფინანსური სახსრების უკანონოდ მიღებაში მდგომარეობდა. მაშინ კუჩინსკიმ ოპონენტები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

რაც შეეხება მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეომასალას, კუჩინსკი აცხადებს, რომ ის გაყალბებულია და პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.