მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 32-ე ფინალისტი გახდა ნაკრები გახდა. საკონტინენტთაშორისო პლეი ოფის განმეორებით მატჩში არგენტინელი რიკარდო გარეკას გუნდმა ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამშიც ამავე ანგარიშით მოიგო, რადგან პირველი შეხვედრა ზელანდიის მოედანზე 0:0 დასრულდა.
განმეორებით მატჩში პერუმ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა: 28-ე წუთზე ანგარიში მოსკოვის “ლოკომოტივის” შემტევმა ჯეფერსონ ფარფანმა გახსნა, 65-ე წუთზე კი უპირატესობა გაამყარა ეკვადორის “ემელეკის” ფეხბურთელმა კრისტიან რამოსმა.
პერუ ჯამში მეხუთედ და 1982 წლის შემდეგ, პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის 32 ფინალისტის სია ასე გამოიყურება:
1. რუსეთი
2. ბელგია
3. ირანი
4. იაპონია
5. მექსიკა
6. ბრაზილია
7. სამხრეთ კორეა
8. საუდის არაბეთი
9. გერმანია
10. ინგლისი
11. ესპანეთი
12. კოსტა რიკა
13. ნიგერია
14. პოლონეთი
15. ეგვიპტე
16. სერბეთი
17. ისლანდია
18. საფრანგეთი
19. პორტუგალია
20. ურუგვაი
21. არგენტინა
22. კოლუმბია
23. პანამა
24. სენეგალი
25. მაროკო
26. ტუნისი
27. შვეიცარია
28. ხორვატია
29. შვედეთი
30. დანია
31. ავსტრალია
32. პერუ