პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
„2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული იქნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო“, – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს.