პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული
პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სულ კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, მათ შორის რვა ბავშვია, დანარჩენი კი პერსონალი.
შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალს კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაუფიქსირდა. მომდევნო დღეებში ბაღებს სხვა ბაღებიც დაემატა.
ამ დროისთვის დახურულია შემდეგი ბაღები: 35-ე, 53-ე, 89-ე, 153-ე, 190-ე, 93-ე, 99-ე, 29-ე, 36-ე, მე-4, 21-ე, „ხუთკუნჭულა“, მე-16, 72-ე, 213-ე, 186-ე, 59-ე, „იმედი,“ 216-ე, 160-ე, 205-ე, 46-ე, 113-ე, 22-ე, 61-ე, 39-ე, 27-ე, 33-ე, 28-ე, 176-ე, 158-ე, 208-ე, 184-ე, 197-ე, მე-17, 42-ე, 167-ე, 52-ე, 31-ე, 94-ე, მე-100, 38-ე.