პეპ გვარდიოლამ გოლფის ტურნირი მოიგო
პეპ გვარდიოლამ გოლფის ტურნირი მოიგო

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მორიგი ტიტული მოიპოვა, ოღონდ, ამჯერად, არა ფეხბურთში, არამედ გოლფში.

ესპანეთში, კოსტა ბრავას გოლფის მოედანზე ტურნირი გოლფში ფეხბურთელებს შორის სამი დღე მიმდინარეობდა. გამარჯვებული გამოვლინდა როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ტურნირებში.

გვარდიოლამ სწორედ ინდივიდუალური პირველობა მოიგო. მან აჯობა გაბრიელ ბატისტუტას, დირკ კუიტს, ლუის გარსიას, ალბერტ რიერასა და სხვებს.