ინგლისური პრესა - „ჩელსი“ ​ისკოს შესაძენად მზად არის
ინგლისური პრესა - „ჩელსი“ ​ისკოს შესაძენად მზად არის

ლონდონის „ჩელსი“  „რეალის“ ნახევარმცველის, ისკოს შეძენითაა დაინტერესებული. როგორც Daily Express წერს, ლონდონელები მზად არიან ესპანელში 78 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუ გარიგება შედგება, 26 წლის ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 280 ათასი ევრო იქნება.

ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. ისკოს კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასია 100 მილიონი ევრო.

უფრო ადრე გამოცხადდა, რომ  მომავალი წლის ზაფხულში, ისკო „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სატრანსფერო პრიორიტეტი იქნება.