პეპ გვარდიოლა - მენდის პოზიციაზე ახალი მოთამაშის მოყვანას ვაპირებთ
პეპ გვარდიოლა - მენდის პოზიციაზე ახალი მოთამაშის მოყვანას ვაპირებთ

პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ბენჟამენ მენდის სისტემატიური ტრავმიანობის გამო, შესაძლოა გუნდმა მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის დამატებაზე იფიქროს. ფრანგი მცველი მანჩესტერ სიტის 2017 წელს შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, რადგან მუხლის მძიმე ტრავმები მისთვის მოედანზე გასვლას შეუძლებელს ხდის.

„არ ვიცი, რა იქნება. უკვე ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი მოვიყვანოთ. დღეს მენდი მზად არ არის. ორი სეზონია, რაც ტრავმები აწუხებს და შესაძლოა ამას მესამეც დაემატოს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება, რადგან თავადაც ძალიან მონდომებულად მუშაობს, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით: ჩვენ მისი მოედანზე გაყვანა ჯერ მხოლოდ რამდენჯერმე მოვახერხეთ“, – ამბობს გვარდიოლა.

პრეიერ ლიგის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 10 ტური დარჩა. მანჩესტერ სიტის ამჟამად 68 ქულა აქვს და ერთი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ლივერპულს.