ინგლისის ჩემპიონატი - XXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - XXV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* გონსალო იგუაინი „ჩელსის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც თავის პირველ საშინაო მატჩში დუბლი შეასრულა. ბოლოს ასეთი რამ 2000 წლის აგვისტოში, „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ მარიო სტანიჩმა შეძლო.
* ედენ აზარს კარიერაში 200 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა – 116 გოლი და 84 შედეგიანი პასი. აქედან 129 გოლი „ჩელსიში“ გამოსვლაზე მოდის.
* იგუაინს, მაურიციო სარის ხელმძღვანელობით, 37 მატჩში 37 გოლი აქვს გატანილი.
* „ჩელსის“ ბოლო 16 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (+9=6-1).
* ნ’გოლო კანტემ ერთ მატჩში ორი საგოლე პასი კარიერაში პირველად შეასრულა.
* „ნიუკასლმა“ ზედიზედ მერვედ წააგო „უემბლიზე“. ბოლოს, ამ გუნდმა ლეგენდარულ სტადიონზე 1955 წელს მოიგო. ეს იყო ინგლისის თასის ფინალი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.
* „ბარნლის“ ახალწვეულმა, პეტერ კრაუჩმა პრემიერლიგაში მეშვიდე კლუბში ითამაშა. მან გაიმეორა კრეიგ ბელამის, ენდრიუ კოულის, უეინ რუტლეჯისა და ტალ ბენ ჰაიმის მაჩვენებელი. რეკორდსმენი მარკუს ბენტია, რომელსაც ინგლისში უმაღლეს დონეზე რვა კლუბში უთამაშია.
* „ფულჰემმა“ ზედიზედ მერვე ლონდონური დერბი წააგო. ასეთი რამ პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოხდა.
* „ფულჰემს“ ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული გასვლაზე (32).
* „ევერტონს“ ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ცხრილში მასზე ზემოთ მყოფ გუნდებთან.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ხუთი გასვლითი მატჩი (ყველა ტურნირზე).
* „ლესტერს“ ყველაზე მეტი მატჩი პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ აქვს წაგებული (17).
* „მანჩესტერ სიტიმ“ 1937 წლის შემდეგ პირველად მოუგო „არსენალს“ ზედიზედ ოთხი მატჩი.
* პეპ გვარდიოლას არასოდეს წაუგია უნაი ემერისთან.

შედეგები

ტოტენჰემი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 სონი (83)

ბარნლი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 რედმონდი (55), 1:1 ბარნსი (90+4-პენ)

ჩელსი-ჰადერსფილდი 5:0
გოლები: 1:0 იგუაინი (16), 2:0 აზარი (45+1-პენ), 3:0 აზარი (66), 4:0 იგუაინი (69), 5:0 დავიდ ლუიზი (86)

კრ. პალასი-ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 მილივოიევიჩი (25-პენ), 2:0 შლუპი (87)

ევერტონი-ვულვზი 1:3
გოლები: 0:1 ნევესი (7-პენ), 1:1 გომესი (27), 1:2 ხიმენესი (45), 1:3 დენდონკერი (66)

კარდიფი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 რეიდი (5-პენ), 2:0 რეიდი (46)

ლესტერი-მანჩესტერ იუნ 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (9)

მანჩესტერ სიტი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 აგუერო (1), 1:1 კოსიელნი (11), 2:1 აგუერო (44), 3:1 აგუერო (61)

ბრაიტონი-უოტფორდი 0:0

ვესტ ჰემი-ლივერპული ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა
1. ლივერპული – 61 ქულა
2. მანჩესტ. სიტი – 59 ქულა
3. ტოტენჰემი – 57 ქულა
4. ჩელსი – 50 ქულა
5. მანჩესტ. იუნ – 48 ქულა
6. არსენალი – 47 ქულა

ბომბარდირები
16 – მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
15 – პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი)
14 – ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
14 – სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
12 – ედენ აზარი (ჩელსი).

დატოვე კომენტარი