სტივენ კარიმ გოლფის ტურნირზე ბოლო ადგილი დაიკავა
სტივენ კარიმ გოლფის ტურნირზე ბოლო ადგილი დაიკავა

„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტივენ კარიმ ზედიზედ მეორე წელს მიიღო მონაწილეობა გოლფის პროფესიულ ტურნირში – Ellie Mae Classic-ში.

როგორც ტელეკომპანია ESPN წერს, კარიმ ტურნირი ბოლო, 154-ე ადგილზე დაასრულა.

„დღეს ვერაფრით მოვახერხე დრაივერით ჩაგდება. ეს გოლფია, ხანდახან ასეც ხდება. ერთ დღეს ყველაფერი გამოგდის, ყოველ შემთხვევაში, სამოყვარულო დონეზე, მეორე დღეს კი საქმე არ მიდის და ჩნდება კითხვა – საერთოდ რას ვაკეთებ აქ”, – თქვა სტივენმა.