პეპ გვარდიოლა - სოლსკიაერმა ჩემზე კარგად დაიწყო
პეპ გვარდიოლა - სოლსკიაერმა ჩემზე კარგად დაიწყო

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ოლე-გუნარ სოლსკიაერის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე და ნორვეგიელი სპეციალისტი შეაქო. ესპანელის თქმით, „იუნაიტედის“ ახალმა მწვრთნელმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

„მან იმაზე კარგად დაიწყო, ვიდრე მე 2016 წელს. მაშინ პირველივე თამაში წავაგე, მეორე კი ფრედ ვითამაშე. ის ახალგაზრდაა და წარმოუდგენელ შედეგებს აჩვენებს. მინახავს მის მიერ გაწვრთნილი გუნდის თამაშები და შემიძლია ვთქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ძალიან კარგად თამაშობს“, – განაცხადა პეპმა.

მას შემდეგ, რაც სოლსკიაერმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო შეცვალა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო.