პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს, როდესაც რუსეთს თავდაცვაში გადასვლა აიძულეს
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს, როდესაც რუსეთს თავდაცვაში გადასვლა აიძულეს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა გააკეთა.
„მოდით, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და ვაღიაროთ, რომ ახლა იდეალური სიტუაცია არ არის. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი არასდროს ისურვებდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრილიყო, მაგრამ ასე მოხდა. უკრაინელებმა ყველაფრის მიუხედავად შეძლეს რუსების იძულება, დაეხიათ თავდაცვით პოზიციებზე, რაც თავისთავად სასწაულია, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის მდგომარეობას რუსეთის შეჭრის დროს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას, რათა მათ შეძლონ სუვერენული ტერიტორიების დაბრუნება და ომში გამარჯვება.