პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დაიღუპა და დაშავდა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, სავარაუდოდ ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინას
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას დაიღუპა და დაშავდა 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და სავარაუდოდ ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინას. ამის შესახებ აშშ-ის გენშტაბის უფროსმა, მარკ მილიმ ნიუ-იორკში ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე დაღუპულია 40 ათასამდე მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, თუმცა, მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია, საიდან მიიღო აღნიშნული მონაცემები.
უკრაინული გენშტაბის ცნობით, 9 ნოემბრის მონაცემებით, ომში დაღუპულ რუს სამხედროთა რიცხვი 77 ათასს აჭარბებს.