პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინამ მოკავშირეებისგან სამხედრო თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები მიიღო
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინამ მოკავშირეებისგან სამხედრო თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები მიიღო

უკრაინის მოკავშირეებმა კიევს მიაწოდეს დამატებითი სამხედრო თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები, რათა გაიზარდოს მათი ფლოტი და შეაკეთონ უკრაინის არსენალში არსებული დაზიანებული თვითმფრინავები, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ამასთან, პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები არ გადაუცია.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინისთვის გადასაცემად კიდევ ერთ 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს.