პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულიდან ევაკუაციის ბოლო ფაზა განსაკუთრებით საშიშია
პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულიდან ევაკუაციის ბოლო ფაზა განსაკუთრებით საშიშია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
პენტაგონში გამართულ ბირიფინგზე უწყების წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, განხორციელდება თუ არა რეისები 31 აგვისტოს, როდესაც ევაკუაციისთვის განსაზღვრული ვადა იწურება.
„ეს ყოველთვის იყო საშიში ოპერაცია, თუმცა ახლა ჩვენ განსკუთრებით საშიშ ეტაპზე ვართ“, – აღნიშნა კირბიმ.
პენტაგონის ცნობით, 14 აგვისტოდან ავღანეთიდან ევაკუირებულია 122 ათასი ადამიანი, აქედან 1 200 ადამიანის ევაკუაცია 29 აგვისტოს განხორციელდა.