პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ თითქმის ყოველდღიურად გზავნის იარაღს ისრაელში
პენტაგონი განაგრძობს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას თითქმის ყოველდღიურად, – ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვაწესებთ რაიმე შეზღუდვას, თუ როგორ გამოიყენებს ისრაელი იარაღს. ეს ნამდვილად დამოკიდებულია ისრაელის თავდაცვის ძალებზე და იმაზე, თუ როგორ განახორციელებენ ისინი თავიანთ ოპერაციებს“, – აღნიშნა სინგიმ.
მისივე განმარტებით, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი რეგულარულად უსვამს ხაზს ისრაელის მიერ შეიარაღებული კონფლიქტის კანონების დაცვის და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მაქსიმალურად თავიდან აცილების აუცილებლობას.