პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ ისრაელში „ტაადის“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ჯარისკაცებს გაგზავნის
აშშ ისრაელში „ტაადის“ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ჯარისკაცებს გაგზავნის. პენტაგონის პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, ამერიკული სისტემა ისრაელის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს.
აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ისრაელში დროებით განთავსდება.
აშშ-მა გაგზავნა „ტაადის“ თავდაცვის სისტემა ახლო აღმოსავლეთში „ჰამასის“ მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ.
ვაშინგტონმა ასევე გაგზავნა სისტემა ისრაელში 2019 წელს სამხედრო წვრთნებისთვის.
„ტაადის“ სისტემა სპეციალურად განკუთვნილია ბალისტიკური რაკეტების განეიტრალებისთვის.